back MAYA SARISHVILI

ხსოვნა

ნაცრისფერი უფრო საიმედოა.
სხვა ფერის კადრებში
ვერ თავსდებიან ცომიანი ხელები.
მხოლოდ ნაცრისფერ კვადრატებში ჩანს
დედაჩემის მკლავები იდაყვამდის,
ტკბილ ცომში ჩაზრდილი თითები.
მზადდება და ვერ გამოცხვება
კიბის მოაჯირი ვერასოდეს.
ახლაც შეიძლება გადავარდე აქედან.  end