Blackbirdan online journal of literature and the artsSpring 2012 v11n1
poetryfictionnonfictiongalleryfeaturesbrowse
 print version
 English
MAYA SARISHVILI

[ახალი დღეები წყლის გამოცვლასავითაა.]

ახალი დღეები წყლის გამოცვლასავითაა.
საღამოა და შორიდან ხედავ
ადამიანების დამღრალ იკებანას
ქალაქის ლარნაკში.
მზე რომ სულ გადავიდა,
ყველა ფარდა გადასწიეს
მეზობლებმა თანდათანობით.
და გარკვევით ვხედავ
ვისაც ზომიერად აწუხებს ყველაფერი,
ოჯახის გაცრეცილ წევრებს კემსავს მონდომებით,
ხოლო ვინც არ იცის საით წავიდეს,
თვალებს ხუჭავს
და მკლავებს თავზე იყრის . . .    


return to top